პროექტი „ჯარის ბანაკი“

თავდაცვის სამინისტროს პროექტი – „ჯარის ბანაკი“ დაიწყო. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიმართა. წელს „ჯარის ბანაკი“ – თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორ ქვედანაყოფში – კოჯორსა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდება. შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების, ასევე დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ დავალებებს. მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო და სამთო მომზადებაში. დაგეგმილია  სამოყვარულო უპილოტო საფრენი აპარატების გაცნობითი და პრაქტიკული მეცადინეობები. ბანაკის ერთი საღამო. საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასის წარმოდგენას დაეთმობა. წელს პირველად ჩატარდება „საპატრიარქოს საათი“, სადაც მოზარდები, სასულიერო პირებთან ერთად, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მავნე ჩვევების ნეგატიურ გავლენასა და ღირებულებებზე ისაუბრებენ.