პროექტი „ჯარის ბანაკი“
მეშვიდე როტაციას მასპინძლობს პროექტი „ჯარის ბანაკი“.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები იმყოფებიან. მოსწავლეები ინსტრუქტორებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ დრონების ფუნქციონირებისა და დანიშნულების შესახებ. თეორიული სწავლების შემდეგ კი, მათ შესაძლებლობა ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ. პროექტში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო. სამხედრო დისციპლინების გარდა, ბანაკს საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასი სტუმრობს და ბავშვებს შემეცნებით-საგანმანათლებლო წარმოდგენებს სთავაზობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად პროექტს მესამე წელია ახორციელებს.