დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში პროექტი „ჯადოსნური დღეები“ ხორციელდება. დევნილი მოზარდებისთვის გამართულ მორიგ ღონისძიებას რუსთავმა უმასპინძლა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. პროექტში ამ ეტაპამდე სამი ათასზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვია ჩართული. აქტივობები 22 ნოემბერს დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით ათ ლოკაციაზე განხორციელდება. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით მიმდინარეობს.