პროექტი „ჰეკატეს ბაღის შეგირდები“
ინტერაქციული პროგრამა და ორიგინალური აქცია პატარებისთვის. შეკვეთილში, ახლად გახსნილ კონცეპტუალურ სივრცეში ბავშვებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო. მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული პროექტის, „ჰეკატეს ბაღის“ სათბურში მებაღეებთან ერთად მუშაობას, მცენარეების დარგვასა და მათ მოვლას გულისხმობს. მიმართვიანობა სხვადასხვა რეგიონიდან საკმაოდ მაღალია. პროგრამა მოზარდებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.