პროექტი „გმირის დღე“

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში,იმსჯელეს თემაზე – საქართველოს დამოუკიდებლობის გზა, დაკარგული და აღდგენილი თავისუფლება. გაიმართა დისკუსია ახალგაზრდებთან. მონაწილეებმა დამოუკიდებლობის აქტთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები გაიხსენეს. ღონისძიება ქალთა და ბავშვთა კომისიის ორგანიზებით ჩატარდა.