უნიკალური მემკვიდრეობის ახალი სიცოცხლე – ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიის“ ათეულობით ნომერს გიგანტურ წიგნში მოუყარეს თავი. ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პროექტი, რომელიც ძველი ქართული გამოცემების თავიდან დაბეჭდვას და ერთ წიგნად გამოცემას გულისხმობს. წლების მიხედვით მარტო „ივერიის“ 20 ტომად აკინძვა იგეგმება. ამ ეტაპზე მზად არის პირველი კომპლექტი, რომელიც „ივერიის“ 1886 წლის ნომრებს აერთიანებს.
„ივერიის“ ერთ წიგნად გამოცემული ნომრების ეგზემპლარი უკვე გაგზავნილია და დაცულია ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში. პროექტი ამით არ სრულდება, მომავალში იგეგმება 1921 წლამდე გამოცემული სხვა ჟურნალ-გაზეთების ბეჭდური ვერსიების გამოშვებას.