პროექტი „ღია შეხვედრები“

პროექტი „ღია შეხვედრები“. თეა წულუკიანი აჭარის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. აუდიენციები სოფელ ქაქუთის, ლეღვასა და წყავროკას მაცხოვრებლებთან შედგა. პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე, მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად გაზიფიცირება, სასმელი წყლის სისტემებზე მუშაობის დასრულება, შიდა გზის მოწესრიგება და მიწების განაწილების პრობლემა დასახელდა.