პროექტი „ერთი დღე ჯარში“ 

მეხუთე საარტილერიო ბრიგადას, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ.

შეხვედრები პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, „ერთი დღე ჯარში“ გრძელდება. ჯარისკაცების მხრიდან ინსტრუქტაჟის ჩატარებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ, მოზარდებმა და პედაგოგებმა ტერიტორიაც დაათვალიერეს. გაეცნენ გამოფენილ ტექნიკას და შეიარაღებას. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებისა და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.