პროექტი „ერთი დღე ჯარში“ 

15:18, 07.12.2025

პროექტი ერთი დღე ჯარში გრძელდება.

ამჯერად ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადას თბილისის კლასიკური გიმნაზიის, 143-ე, 79-ე, 140-ე და 26-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალს პატივი მიაგეს, რის შემდეგაც ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობებიც დაათვალიერეს. ასევე გაეცნენ ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც.

მსგავსი