პროექტი „დაბრუნება“
„დაბრუნება“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც თანამედროვე გამოწვევების დროს, თავის გადარჩენისა და განვითარების შესახებ უამბობს მაყურებელს. დღეს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის სახლში, მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ლილე“ წარსდგა. საღამომ ანშლაგით ჩაიარა. ანსამბლი 19 წლის წინ დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია. გასულ წელს „ლილე“ საერთაშორისო კონკურსის, „ოქროს ტალღის“ გამარჯვებული გახდა.