პროექტი „ჩვენი ჯარი“

18:35, 04.11.2026

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ.

ზუგდიდის №4 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროები და გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს წარმომადგენლები. ისაუბრეს თავდაცვის ძალების ისტორიაზე, სტრუქტურაზე, მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და სამხედრო კარიერულ განვითარებაზე. საუბარი შეეხო ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო პროგრამებს, ჩარიცხვის პირობებსა და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. პროექტი „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება.

მსგავსი