პროექტი „ჩემი პირველი სიმღერა“

„ჩემი პირველი სიმღერა“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც მომღერალი ნიაზ დიასამიძე, საქართველოს პირველი არხის მუსიკალურ გადაცემა „აკუსტიკასთან“, თელავის მუნიციპალიტეტთან და „მაკდონალდსთან“ ერთად განახორციელებს. პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ მუსიკალური კომპოზიციის ან სიმღერის ავტორ 20 წლამდე ახალგაზრდებს. სიმღერის არანჟირებასა და ჩაწერაში, მათ პროექტში ჩართული პროფესიონალი მუსიკოსები დაეხმარებიან.