პროექტი „აწარმოე საქართველოში“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტექნოლოგიური სტარტაპის „ჯინვენტორის“ წარმოებას გაეცნო. აღნიშნულმა კომპანიამ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, უცხოეთიდან თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარები ჩამოიტანა და საქართველოში კაბელების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველი პროდუქცია „ჯინვენტორმა“ ბაზარზე 2021 წლიდან გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, პანდემიის მიუხედავად, შეძლო პროდუქცია, „ამაზონის“ მეშვეობით აშშ-ში გაეტანა, ასევე, პირველ პარტიას უახლოეს პერიოდში გაგზავნის ნიგერიაში. მინისტრმა პროდუქციის წარმოების სრული ციკლი დაათვალიერა, რომელიც, მეორადი პლასტმასის ბოთლების გადამუშავებასაც ითვალისწინებს.