პროექტი „აწარმოე საქართველოში“

ეკონომიკის მინისტრი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვია. სასტუმრო „მაგნოლიას“ შენობას, რომელიც ქუთაისში ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, პროგრამის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დღეს, პანდემიის მიუხედავად, სასტუმროს ნომრების დაახლოებით 80 პროცენტი უკვე დაჯავშნილია. სტუმრებს შორის ევროპელი ტურისტები ჭარბობენ. სულ სასტუმრო „მაგნოლიას“ პროექტში ორი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.