პროექტი „აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“

„აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“ – ქალაქში ახალი პროექტი დაიწყო. აღნიშნულის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, რუსთავში შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში ჩაერთონ. მე-12 კლასის მოსწავლეები სპეციალისტებთან ერთად აკვირდებიან მიმდინარე პროცესს.

რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და შუა საუკუნეების სასახლეზე არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.