პროექტი „100 ქართული ხალხური სიმღერა“

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნიკალური ხალხური სიმღერების შეგროვება გრძელდება.

„100 ქართული ხალხური სიმღერა“, – ასე ჰქვია საქართველოს პირველი არხისა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო ხალხურ სიმღერებს არჩევენ და ახალ აუდიო- ვიდეო ვერსიებს წერენ. პროექტის მიზანი ქართული მრავალხმიანობის მომავალი თაობებისთვის შენახვაა. ამ ეტაპზე ანსამბლი „რიჰო“ საუკეთესო სვანურ სიმღერებზე მუშაობს. საერთო ჯამში საქართველოს თითო კუთხიდან 10 სიმღერა შეირჩევა, უკვე მზა მასალა კი პირველი არხის ოქროს ფონდში შეინახება.