პროექტების პრეზენტაცია

ქალაქის მერმა რუსთავში 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია წარადგინა. აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ახალგაზრდულ, სპორტულ და კულტურულ მიმართულებებზე. დაგეგმილია თბილისისა და მესხიშვილის სახელობის ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, გაგრძელდება რუსთაველის ქუჩის რესტავრაცია, პრიორიტეტად დარჩება შიდა საუბნო გზებისა და სივრცეების მოწყობა და ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია. გაიხსნება ახალი ახალგაზრდული ცენტრი და აიტი აკადემია.