პროექტების პრეზენტაცია ზუგდიდში

ზუგდიდში იურიდიული დახმარების სამსახურის ორი ახალი პროექტი წარადგინეს.

პროექტით „გაიგე მეტი ემიგრაციის შესახებ“ მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის პრობლემებს აწყდებიან ემიგრანტები სამართლებრივი თვალსაზრისით და როგორია თავშესაფრის მიღების ლეგალური გზები.

მეორე პროექტი – „შენი უფლება 18 წლამდე“ მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას არასრულწლოვნებს შორის როგორც მათი უფლებების, ისე მოვალეობების კუთხით.

პრეზენტაციის ხელმძღვანელი პედაგოგი ლადო აფხაზავა იყო.