პროექტ „სუფთა რეგიონი 2022“-ის გამარჯვებულები

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე “ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი – 2022“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. 2015 წლის შემდეგ ღონისძიებაზე ნომინაციების რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, გამოავლინეს როგორც რეგიონი, ასევე სუფთა სოფელი, დასახლება თუ ეზო.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მსურველს, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, წარმოედგინათ ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები კონკურსის ორგანიზატორისთვის. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ საუკეთესოები სწორედ ამ მასალების საფუძველზე გამოავლინა.