„ახალი თაობა პროგრესისთვის“, სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „შეიცანი შენი ქვეყანა“, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამოქალაქო ღირებულებების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გუშინ საღამოს სტუმრობდნენ საქართველოს პირველ არხს, სადაც გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა და ფილმის – „ეგრისის დიდი ომი“ ჩვენება. ვიზიტი ემსახურებოდა საქართველოს ისტორიის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
ახალი დღე