პროცესი სააპელაციო სასამართლოში
ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი გაიმართა სააპელაციო სასამართლოში.
ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. შემდეგ პროცესზე სიტყვით ისარგებლებენ მსჯავრდებულებიც. საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს. პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. თითოეულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.