პრობლემური ტენდერები თბილისში

რომელი სამშენებლო კომპანიები მოხვდებიან მერიის ე.წ არაფორმალურ შავ სიაში? კახა კალაძის განცხადებით, თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოების ჩატარებისას შეცდომებს დაუშვებენ, ისინი თბილისის მერიასთან ვეღარ ითანამშრომლებენ. დედაქალაქის მერმა ეს განცხადება ერთ-ერთ  კომპანიასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც პარკინგის მოწყობისას ხეების მოასფალტება განახორციელა.

სალომე სილაგაძე არკვევდა, თუ რატომ ვერ ხერხდება თბილისში წლების განმავლობაში საგზაო ტენდერებში ხარვეზების ბოლომდე გამოსწორება.