პრობლემური გზები ქუთაისში

ქუთაისში ადგილობრივები შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ. მოსახლეობა მერიას პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ კონკრეტულ შემთხვევებში სამუშაოების გახანგრძლივება კონტრაქტორი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია. რეაბილიტაცია ქალაქის სამ ცენტრალურ ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს, რის გამოც ასათიანზე, ტაბიძესა და რუსთაველზე მოძრობა თითქმის პარალიზებულია.