პრობლემები სოფელ წინუბნის სკოლაში

შეიძლება თუ არა დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ისწავლონ სკოლაში, რომელსაც არ აქვს მოწესრიგებული ტუალეტი, სახურავიდან წყალი ჩადის, საკლასო ოთახები ერთმანეთისგან თხელი ფანერით არის გამოყოფილი და შეშის ღუმელით თბება, თუმცა თბება თუ არა ესეც საკითხავია. სამწუხაროდ პასუხი დადებითია. ასეთი მდგომარეობა სოფელ წინუბნის სკოლაშია, რომელიც უკვე 10 წელია სოფლის კლუბში ფუნქციონირებს. პრობლემებზე კამერასთან სკოლის თანამშრომლები არ საუბრობენ. რაიონის რესურსცენტრში კი ამბობენ, რომ სკოლისთვის ახალი პროექტი მზად არის, მაგრამ როდის იხილავს დასრულებული შენობა დღის სინათლეს ვერ აკონკრეტებენ. მანამდე კი მზის სხივები ღია ცის ქვეშ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე გასულ ბავშვებს ათბობს.

ჟანა დიდებაშვილი დეტალებით.