პრობლემები სოფელ დვაბზუში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ სოფელში მოქმედი ასფალტ- ბეტონის ქარხნის სხვა ტერიტორიაზე გადატანა სურთ, რადგან მათი განცხადებით, ადგილობრივებისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. თავად საწარმოში აცხადებენ, რომ ქარხანა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და საფრთხე არ არსებობს.

მოსახლეობის პროტესტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა პერმანენტული აქციებით იმუქრება.