სენაკის რაიონში ათამდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

სენაკის რაიონში 10-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. ტეხურის ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე, ნახევრად დანგრეულ შენობებში შესახლებულები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მათ არც წყალი აქვთ და არც გაზი, ნაგებობებში არ არსებობს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები და დევნილები, ასე უკვე წლებია ცხოვრობენ. სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ ნაგებობები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მათ რეაბილიტაციის უფლება არ აქვთ. ეკონომიკის სამინისტროში კი გამარტავენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად მერიამ ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართოს.