პრობლემები საბავშვო ბაღებში

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სიცივე, ანტისანიტარია – ასეთი სურათია კახეთის რეგიონის სოფლების საბავშვო ბაღების დიდ ნაწილში.

სკოლამდელი დაწესებულებების უმეტესობა ავარიულ შენობებშია განთავსებული, სადაც ბავშვებს დაძინების და გათბობის პირობებიც კი არ აქვთ. ამიტომ ზოგიერთ ბაღში აღსაზრდელების ნაწილს არ აძინებენ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ვერც ინვენტარის შეძენა ვერ ხერხდება. ცალკე პრობლემაა ბავშვების რაოდენობის გამო გადატვირთული ჯგუფებიც.