პრობლემები მცირე მეწარმეების დაფინანსებაში

სადავო ხდება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კონკურსის პირველადი შედეგები.

17 ათასზე მეტი განაცხადი და მეორე ტურში გადასული მხოლოდ 2500 მეწარმე – ეს მაჩვენებელი  მონაწილეთა ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს. მეწარმეები ფიქრობენ, რომ მათი პროექტები დაუსაბუთებლად დაბლოკეს. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო, „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს 4 ქვეკონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით. სწორედ ეს კომპანიები არჩევენ მეწარმეებს და მათ გადამზადება-დატრეინინგებაზე ზრუნავენ.