სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სამედიცინო სერვისების დაბალი ხელმისაწვდომობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. და ეს იმ ფონზე, როცა, ონკოლოგების მონაცემების მიხედვით, 0-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი სულ უფრო ხშირად ისმება.
პაციენტების ნაწილი სირთულეებს ჯერ კიდევ მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოძიების დროს აწყდება, ცალკე პრობლემად სახელდება კლინიკების არასათანადო აღჭურვილობა და ექიმების კვალიფიკაცია. ამიტომ ონკოპაციენტები ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიჰყავთ, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.