პრობლემები აგროდაზღვევის სფეროში  

ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა შეჩერებულია.

პროექტში ჩართული შვიდი სადაზღვევო კომპანია პროდუქციის დაზღვევაზე უარს ამბობს. მიზეზად წამგებიანი პირობები სახელდება. მანდარინის და ლიმნის კვლავ დასაზღვევად კომპანიები საკუთარ პირობებს აყენებენ და ხელისუფლებას სადაზღვევო პოლისების ფასის ზრდას სთხოვენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წინადადების განხილვა უკვე დაიწყო. გადაწყვეტილების მიღებამდე ფერმერების დიდი ნაწილი მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს.