პრობაციის ეროვნული სააგენტოს პროფესიული დღე
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. თარიღი მათ იუსტიციის მინისტრმა მიულოცა. მან ყურადღება გაამახვილა სააგენტოს როლზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციის სისტემის განვითარებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესში. ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.