პრეზიდენტობის კანდიდატები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საერთო-სამოქალაქო მოძრაობის „მრავალეროვანი საქართველო“ ორგანიზებით, პრეზიდენტობის კანდიდატები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დავით ბაქრაძემ, დავით უსუფაშვილმა და შალვა ნათელაშვილმა თავიანთი პროგრამები და ხედვები გააცნეს.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათი რეგიონებისთვის პრობლემური საკითხები დაესვათ.