პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა.

კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის საუბარი შეეხო მულტიფუნქციური ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და განსახორციელებელ პროექტებს. საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები აღნიშნულ სივრცეს საკუთარი ნიჭის განსავითარებლად კარგად გამოიყენებენ. ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, ასევე სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისთვის.