პრეზიდენტმა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა

ალბათ მეტი გვაქვს გასაკეთებელი მეც და იმ სტრუქტურებსაც, რომლებსაც ევალება ზედამხედველობა პროცესებზე, არამარტო შახტთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პროფკავშირებთან და სხვა ინტერესჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყება.