პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა

პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების არსებული ფორმატი უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდეს.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასურველია, ქვეყანას რუსეთთან სხვა ფორმატებშიც ჰქონდეს დიალოგის საშუალება და ამის აუცილებლობა ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა. დიალოგი დათმობას არ ნიშნავს – ასეთია პრეზიდენტის პოზიცია.