პრეზიდენტმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უმასპინძლა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უმასპინძლა. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, სანაოსნო პოტენციალსა და ქართველ მეზღვაურთა შრომით პირობებს. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ქვეყანაში 19 ათასზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.