პრეზიდენტმა რიგგარეშე სესია მოიწვია

ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნისკენ მოუწოდებს. ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკომისიის 12 პირობის შესასრულებლად – ამ არგუმენტით ამყარებს პრეზიდენტი საკუთარ განსაკურგულებას. ახლა საინტერესოა, განმეორდება თუ არა მარტის შემთხვევა, როცა სწორედ პრეზიდენტის მოთხოვნით დანიშნული რიგგარეშე სხდომის დროს მმართველი გუნდის დეპუტატები სხდომათა დარბაზშიც კი არ შევიდნენ და საქმე ქვორუმამდეც ვერ მივიდა. საარჩევნო ბარიერის დაწევა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა და სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები – ამ სამი საკითხის განსახილველად ითხოვს რიგგარეშე სესიას ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის 12 პირობის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმას გაემიჯნა. მმართველი გუნდი ინიციატივის ავტორებს საბოტაჟში ადანაშაულებს, სესიის მოთხოვნა გაუგებარია ოპოზიციის მეორე ნაწილისთვისაც.