პრეზიდენტმა ნიუ იორკში ფორუმი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში მე-14 საერთაშორისო ფორუმი გახსნა, სახელწოდებით „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“.

პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილი ფორუმზე საუბრობს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში უსაფრთხოების გამოწვევებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს როლზე.