პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. 

21:57, 27.05.2026

მიხეილ ყაველაშვილი თბილისის მეჩეთში. საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიმართვაში სახელმწიფოს მეთაურმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მუსლიმ მოქალაქეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებისას გამოვლენილი თანადგომისთვის და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმების გამო მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ჰაჯი ფაიგ ნაბიევმა. მეჩეთში იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

მსგავსი