შეწყალების აქტი – შეფასებები
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტმა, შეიწყალა. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა.
„გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას.“ – აღნიშნული მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი და „ლელოს“ ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლება, პოლიტიკური შეფასებების თემაა.