პრეზიდენტმა ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

ისტორიული თარიღი.

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ვაკის პარკში, ჯარისკაცის საფლავთან დილიდან ხალხმრავლობა იყო.

ვაკის პარკში იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა. პრეზიდენტს მოქალაქეთა ჯგუფი დახვდა, რომლებმაც მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.