პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართული პირველი სამუშაო ვიზიტი შეაჯამა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როგორც ევროკავშირის, ისე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველ პირებთან გამართული შეხვედრები იყო ძალიან პოზიტიური.

სახელმწიფოს მეთაურმა ევროინტეგრაციის მიმართულებით ახალ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება.