პრეზიდენტმა 83 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა, ამის შესახებ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისი თქმით, 40 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 43-ს კი, სასჯელის შეუმცირდება.

შეწყალებულთა შორის სამი ქალი, ერთი არასრულწლოვანი და ერთი უვადო მსჯავრდებულია.