პრეზიდენტმა 49 პირი შეიწყალა

15:15, 23.11.2025

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 49 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო ერთს ნასამართლობა მოეხსნა. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი