პრეზიდენტმა 159 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.