პრეზიდენტმა 159 მსჯავრდებული შეიწყალა – გამოხმაურება

18:08, 20.01.2026

საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ტოვებენ. პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი