პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

რა შეკითხვები აქვთ დეპუტატებს პრეზიდენტთან.  გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლამდე ერთი დღით ადრე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმ მიმართულებებზე საუბრობენ,  რაც ხვალ დებატების ფორმატში გაჟღერდება.  უმრავლესობა ძირითად აქცენტს შეწყალების აქტის გამოცემაზე გააკეთებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ მათ შეკითხვების ადრესატი, პრეზიდეტთან ერთად, მმართველი გუნდიც იქნება.