პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში - რა შეფასებები მოჰყვა მარგველაშვილის გამოსვლას

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა. გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა მართლმსაჯულების საკითხებზე,  ბიზნესზე, საარჩევნო სისტემაზე, მედიასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საკანონმდებლო ორგანოში ბოლოჯერ გამოვიდა. პლენარული სხდომა დებატებით გრძელდება. პირდაპირ ტრანსლაციას მეორე არხი უზრუნველყოფს.

შორენა ხვიჩია გვერთვება დეტალებით – უფრო კონკრეტულად, რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა და რა შეფასებები მოჰყვა მარგველაშვილის გამოსვლას?