პრეზიდენტის წლიური მოხსენება პარლამენტში - შეფასებები

დაესწრებიან თუ არა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიები სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ სასურველია სალომე ზურაბიშვილმა მოხსენების ძირითადი ნაწილი რეკომენდაციების საკითხს და პროცესში მის როლს დაუთმოს. რეკომენდაციები მიაჩნია მთავარ საკითხად „ლელოსაც“. მთლიანობაში ოპოზიცია პრეზიდენტისგან მკაფიო და მწვავე მესიჯების მოსმენას ელის ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა ქვეყნის ევროპული მომავალი, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, სასამართლო სისტემისა და დეოლიგარქიზაციის საკითხები. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინასწარი განცხადებები მიკერძოებულია და არ ასახავს რეალურ ვითარებას.