პრეზიდენტის ვიზიტის შეჯამება

საქართველო ივლისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს იმ ახალ სამოქმედო გეგმას გადასცემს, რომლითაც ქვეყანა ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას მოითხოვს. გეგმა ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობს.

ბრიუსელიდან დაბრუნებული პრეზიდენტი ევროკავშირიდან და ნატოდან მიღებულ გზავნილებს აფასებს. სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრები შეაჯამა.

სახელმწიფოს მეთაური ვიზიტით კმაყოფილია და იმ ფორმატებზე საუბრობს, სადაც საქართველომ გაწევრიანება ევროკავშირში შესვლამდე უნდა მოითხოვოს.

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ოფიციალურ თბილისს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში – თემის დეტალები „მოამბეში“.